istoriuli soflebi  
  
 
 
 

SuxuTi

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თემი, რომელიც მოიცავს სოფლებს ზემო შუხუთსა და ქვემო შუხუთს.

istoria

შუხუთის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან. ჩვ. წ. V-VI საუკუნეებში შუხუთის ტერიტორიაზე არსებობდა ციხე-ქალაქი. ციხე-ქალაქის არსებობა დასტურდება სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალით: V-VI საუკუნეების სასახლის ნაშთებით, V-VI საუკუნეების მთავარანგელოზის ტაძრის ნანგრევებით, ე.წ. „თერმას“ ტიპის აბანოს ნანგრევები და აბანოს იატაკის მოზაიკური ფრაგმენტით, ასევე კერამიკული მილების საკმაოდ რთული სისტემით. სავარაუდოდ, ქალაქის არსებობას ხელს უწყობდა თიხამიწით და კირქვით მდიდარი მიწა. ციხე-ქალაქის არქეოლოგიური გათხრები 1961 წელს განხორციელდა.

ტოპონიმი შუხუთი მოხსენიებულია 1708 წელს. თქმულების მიხედვით იგი წარმოიშვა თურქებისაგან, რომლებმაც ამ ადგილს უწოდეს უხუთი (აუღებელი). სოფელში იდგა ღვთისმშობლის ქვით ნაგები ეკლესია, ქვის გალავნით და ქვისავე მთავარანგელოზის ეკლესია. 1855 წელს, ყირიმის ომის დროს მოხდა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის. შუხუთში 18-23 სექტემბერს იმართებოდა ბაზრობა 1911 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული. 1914 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა.

lelo

შუხუთი ცნობილია ლელობურთის შეჯიბით, რომელიც ყოველ აღდგომა დღეს იმართება. ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.

kirqva

შუხუთის ტერიტორიაზე მოიპოვება კირქვა, რომელიც კირის დასამზადებლად გამოიყენება.

mosaxleoba

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქვემო შუხუთი ზემო შუხუთი
1893 1409        
1908 1632        
1911 2609        
2002 2122     1642 480
2014 1607     1248 359

   

შუხუთის ციხე-ქალაქი

აბანოს იატაკის მოზაიკური